კობახიძე აქციის მონაწილეებზე: რას აპროტესტებენ ვერავინ ვეღარ ამბობს

კობახიძე აქციის მონაწილეებზე: რას აპროტესტებენ ვერავინ ვეღარ ამბობს

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ საპროტესტო აქცია მილევად რეჟიმშია და ყოველდღიურად იკლებს ხალხის რაოდენობა.

ასევე, ის ამტკიცებს, რომ მოქალაქეები "რას აპროტესტებენ ვერავინ ვეღარ ამბობს". მან ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"შეკრება არის მილევად რეჟიმში. ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც ერთი მთავარი მიზეზი აქვს - პროტესტს შინაარსი გამოეცალა მთლიანად. რას აპროტესტებენ ვერავინ ვეღარ ამბობს. ყველამ გაიგო კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებას ქვეყნის ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია და მეორე, იმას ვერ ითხოვენ, რაც გულში უდევთ, უკვე მეცხრე არჩევნები წააგეს. არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერები, ამ მოთხოვნას ვერ აყენებენ, შესაბამისად, ეს შეკრება შინაარსისგან დაცლილი რჩება.

ასეთ პირობებში, არავითარი პერსპექტივა რადიკალური ოპოზიციის ამ აქციებს არ აქვს, მილევად რეჟიმშია და მათთვის ყველაფერი უსახელოდ დასრულდება", - ირწმუნება კობახიძე.