კობახიძე: ადრეული შეტყობინებების სისტემა არაა პანაცეა, მაგრამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

კობახიძე: ადრეული შეტყობინებების სისტემა არაა პანაცეა, მაგრამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ სტიქიებიდან გამომდინარე მოსალოდნელი საფრთხეებიდან თავის არიდებისთვის "მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა ადრეული შეტყობინებების სისტემების გაფართოებას".

პარლამენტში მოსმენისას მან აღნიშნა ისიც, რომ არეული შეტყობინებების სისტემა "პანაცეა არ არის", მაგრამ ამ ყველაფერთან დაკავშირებით "აქტიური მუშაობა გაგრძელდება".

"მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა ადრეული შეტყობინებების სისტემების გაფართოებას. ეს არ არის პანაცეა, მაგრამ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ბუნებრივი კატასტროფების რისკების პრევენციაზე. აქტიური მუშაობა გაგრძელდება ამ ყველაფერთან დაკავშირდებით"- თქვა კობახიძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც სამთავრობო პროგრამას წარადგენს.

***

გასულ დღეებში სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი. ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა. 6 თებერვალს ხულოში ზვავის, ხოლო ქედაში მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.