სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი ხედვით, ევროპის სოციალისტურ პარტიაში ქართული ოცნების წევრობა პირიქით, კონტრპროდუქტიულ როლს ასრულებდა, იმიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება დამკვირვებელი წევრის სტატუსის დატოვების თაობაზე... რაც შეეხება იმ ვითარებას, როდესაც აბსურდულ რეზოლუციებს მხარს უჭერს სოციალისტების დიდი ნაწილი, ეს, რა თქმა უნდა, ხელს უშლიდა, პირიქით, ჩვენს სწრაფვას ევროპისკენ და კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მივიღეთ გადაწყვეტილება ამ პოლიტიკური ოჯახის დატოვების თაობაზე.
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
ქართული ოცენება ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გარიცხვამდე ტოვებს. აქედან გამომდინარე, ოცნებას ევროპარლამენტში მოკავშირე პოლიტიკური ძალა ოფიციალურად აღარ ეყოლება.