კობახიძე: $300 რომ არ დაგიხარჯავთ ქვეყნისთვის და სხვის $3 მილიარდს რომ იწუნებთ, სირცხვილია

3000 დოლარი დაგიხარჯავთ საკუთარი ქვეყნისთვის? 300 დოლარი დაგიხარჯავთ? არ დაგიხარჯავთ. საკუთარი ქვეყნისთვისა და ქველმოქმედებისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, ეს არის სირცხვილი. [...] სირცხვილია, რასაც აკეთებთ. [ბიძინა ივანიშვილმა] 3 მილიარდი დახარჯა ქველმოქმედებაზე, უფასოდ აჩუქა უამრავი პროექტი სახელმწიფოს და ამაზე რომ ახერხებთ სპეკულირებას, სირცხვილია, როცა 300 დოლარი არ დაგიხარჯავთ არცერთს საკუთარი ქვეყნისთვის.

უთხრა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ TV პირველის ჟურნალისტს.