კობახიძე: 2025 უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან გათავისუფლების წელი - ყველაფერს გავაკეთებთ

2024 წელი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელიწადი. 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ხოლო 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების წელიწადი. ამისათვის ყველანაირი რესურსი არსებობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი საზოგადოება იქნება სრულად თავისუფალი ლიბერალური ფაშიზმისგან, რისთვისაც ჩვენ გავაკეთებთ უკლებლივ ყველაფერს.

თქვა პრემერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.