კობახიძე 12 პრიორიტეტის შესრულებაზე: საერთოდ არ მინდა ციფრებს ღრმად შევყვე

საერთოდ არ მინდა ამ ციფრებს ღრმად შევყვე. რეალურად ვხედავთ, რომ მაქსიმალურად დავიწროვდა საკითხების წრე. ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და 3 საკითხზე გაამახვილა ყურადღება - რომ ისინი აკვირდებიან 3 საკითხს. ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით ვმუშაობთ და უფრო მეტიც, უახლოეს დღეებში უფრო დეტალურ ინფორმაციას საგანგებოდ წარვუდგენთ საზოგადოებას, იმის შესახებ თუ როგორ გრძელდება 12 პუნქტის შესრულება. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება ამ და იმ კვირაში. ყველანაირად ვიქნებით მზად, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ამისთვის ყველაფერი კეთდება. იმედი გვაქვს, რომ წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აბაშაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ისევე როგორც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰაიმ განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობამ 12 პრიორიტეტიდან 3 შეასრულა.