კოალიცია ცვლილებისთვის სიის პირველი ნომერი ნანა მალაშხია იქნება. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
"ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო ამ ბრძოლაში, ამ გუნდთან ერთად და ვიყო გუნდის პირველი ნომერი. გუნდთან, რომელიც მოიტანს ცვლილებებს, იმ ფუნდამენტურ, სისტემურ ცვლილებებს, რაც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის", - თქვა მალაშხიამ.
კოალიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სია უკვე წარადგინა. მათ ამ ეტაპზე პირველი ხუთეულია ცნობილი.
რაც შეეხება კოალიციის კიდევ ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, როგორც თენგო თევზაძემ სიის წარდგენის დროს თქვა, ხოშტარია გამსვლელ სიაში იქნება.
განახლება: კოალიცია ცვლილებისთვის საპარლამენტო სიის პირველ ოცეულს აქვეყნებს