კოალიცია ცვლილებისთვის: რუსულ ოცნებას ბოდიში აქვს მოსახდელი ჩვენი პარტნიორების მიმართ

კოალიცია ცვლილებისთვის: რუსულ ოცნებას ბოდიში აქვს მოსახდელი ჩვენი პარტნიორების მიმართ

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ბრიფინგზე ევროკავშირის საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში პრესსპიკერის, ანუარ ელ ანუნის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მკაცრად დაგმო ქართული ოცნების დეზინფორმაცია.

ელენე ხოშტარიამ დაგმო ქართული ოცნების, კერძოდ, კახა კალაძის განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩისნკის მიმართ და თქვა, რომ "რუსულ ოცნებას ბოდიში აქვს მოსახდელი და აუცილებლად მოიხდიან პარტნიორების წინაშე".

"მინდა, სრულად დავგმო კალაძის, ასევე რუსეთის მსახურის, სრულიად შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი უდიდესი მეგობრის, ევროკავშირის ელჩის მიმართ, საქართველოს მოსახლეობა, რომლის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში გაწევრიანებას, არის მადლიერი ევროკავშირის ელჩის.

ჩვენ ვიცით თუ რამხელა როლს თამაშობს ის ჩვენი ინტერესების გატარებაში. რუსულ ოცნებას ბოდიში აქვს მოსახდელი და აუცილებლად მოიხდიან ჩვენი პარტნიორების მიმართ.

და მე მინდა, რომ ყველამ იცოდეს, რომ კახი კალაძის განცხადება აბსოლუტურად არ ასახავს ქართველი ერის პოზიციას, რომელიც უკვე ასახულია კონსტიტუციაში და ვინმე ჩიქოვანის არგამოცხადება წვრთნებზე არ ასახავს ქართველი ხალხის მისწრაფებას გავხდეთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების, მშვიდობის, განვითარების სივრცის ნაწილი", - თქვა მან.

***

რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩისნკისთან დაკავშირებით თქვა, რომ მასზე რომ იყოს დამოკიდებული, "ქვეყნიდან გააძევებდა".

***

ევროკავშირის საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ივანიშვილის ხელისუფლების ანტიდასავლურ, დეზინფორმაციულ რიტორიკასთან დაკავშირებით განცადებას ავრცელებს.

კერძოდ, გაერთიანება მკაცრად უარყოფს და გმობს "ქართული ოცნების" რეჟიმის დეზინფორმაციას, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თოთქოს, ევროკავშირს სურს ქვეყანა ომში ჩაითრიოს, ან თავს მოახვიოს "არაქართული ღირებულებები."

განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მსგავსი რიტორიკა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული გზის მოწინააღმდეგეთა ინტერესებს ემსახურება.