კოალიცია ცვლილებისთვის: ოთხივე მსხვილი ოპოზიციური გაერთიანება ვლახავთ ბარიერს

კოალიცია ცვლილებისთვის: ოთხივე მსხვილი ოპოზიციური გაერთიანება ვლახავთ ბარიერს

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ოთხივე ოპოზიციური გაერთიანება ბარიერს ლახავს.

მისივე თქმით, ქართულ ოცნებას აქვს 40%-ზე ნაკლები და საპარლამენტო უმცირესობაშია.

"ქართული ოცნება არის 40%-ს დაბლა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ის არის საპარლამენტო უმცირესობაში. ოთხივე მსხვილი გაერთიანება, ჯგუფი ლახავს ბარიერს, რაც მისასალმებელია და ვულოცავ თითოეული მათგანის ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს. [...] მთავარია, რომ ოთხივე ოპოზიციური გაერთიანება ლახავს ბარიერს.

ათასობით ჩვენი კოალიციის, სხვა კოალიციების დამკვირვებლები, წარმომადგენლები ახლა იბრძვიან ქართველი ხალხის არჩევანის დასაცავად, მათ მთელი დღის განმავლობაში მოუწიათ ძალიან უთანასწორო პირობებში ქართველი ხალხის არჩევანის დაცვა და მადლობა აბსოლუტურ უმრავლესობა მათგანს, რომ არ აყვნენ ქართული ოცნების პროვოკაციებს.", - თქვა ნიკა მელიამ.