კლეიტონი რუსულ კანონზე: ვფიქრობთ, ეს არ იყო სწორი გზა წინსვლისთვის

ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი გასულ კვირას იმყოფებოდა ვიზიტით თბილისში და გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრები ბატონ დარჩიაშვილთან და პრემიერ ღარიბაშვილთან. მინისტრმა გასაგებად აღნიშნა, რომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რაც ნიშნავს, რომ ველოდებით გაუმჯობესებას მედიის თავისუფლების კუთხით, რომ იყოს დაცული საზოგადოების გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ მკაფიოდ გამოვცხატეთ პოზიცია უცხოელი აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ეს არ იყო სწორი გზა წინსვლისთვის. არაერთხელ ვთქვი, რომ ამ კანონის მიღება რისკის ქვეშ დააყენებდა საქართველოსა და ბრიტანეთის თანამშრომლობას. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ისევე როგორც დღეს საკონტაქტო საელჩო, გამოცხადდებოდნენ უცხოურ აგენტებად.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა გორში განაცხადა, სადაც ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩები იმყოფებიან. გორის თეატრთან აღინიშნება NATO-სა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოებად არჩევა 2 წლის ვადით. ამ მოვალეობას რუმინეთიდან დიდი ბრიტანეთი გადაიბარებს.