კანონი ჩვენთან ჯერ ამოქმედებული არაა. მისი ისტორია იწყება 2018 წლიდან, როდესაც რუსეთმა დიდ ბრიტანეთში სკრიპალების მკვლელობა სცადა. პარლამენტმა ეს საქმე გამოიძია და ანგარიში გამოაქვეყნა. ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობა რომელიც ეხება უცხოურ გავლენას და ბრიტანეთში საბოლოოდ მიღებული იქნა 2023 წელს, მაგრამ ის ჯერ არ ამოქმედებულა. 5 წელი მიმდინარეობდა დისკუსია მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომ სწორი კანონი მიგვეღო, მაგრამ რამდენ ხანს გრძელდება დისკუსია საქართველოში. ეს დრო ბევრად ნაკლებია. ბრიტანეთის პოზიცია ნათელია: 30 წელია გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სუვერენიტეტი, ჩემთვის, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა თავად აკეთებს თავის არჩევანს. თუ თითოეული გამოკითხვა, რომელიც მე მინახავს, ამბობს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და თუ ყველა მთავარი პარტია ამბობს, რომ ეს თქვენი უმთავრესი მიზანია, მაშინ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს მას, ვინაიდან, ეს არის სუვერენული არჩევანის მთავარი აზრი.
ამბობს დიდი ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი.