![ჰიპერი: დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმა [EU-ის] ელჩზე](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/25b53f84-3b3c-4c86-98ea-5d5b5cf362e3.jpg)
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის განცხადებით, 24 აპრილის ღამეს, კიევზე რუსული სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, ხოლო 90 ადამიანი დაშავდა.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ 31 ადამიანი საავადმყოფოში რჩება და სამაშველო ოპერაცია ნანგრევებში ჩარჩენილი მსხვერპლის გამოსაყვანად მიმდინარეობს.
კლიჩკოს თქმით,დაშავებულებს შორის 6 ბავშვი და 1 ორსული ქალია.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთმა თავდასხმის დრონები, ასევე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების სერია 24 აპრილს ადგილობრივი დროით 01:00 საათზე მოხდა, ხოლო განმეორებითი აფეთქებების ხმა, მოგვიანებით ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე გაისმა.