კიევში შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული დელეგაცია ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ელჩი უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკი ავრცელებს.
"მოხარული ვარ, მივესალმო კიევში აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ დელეგაციას", - წერს აშშ-ის ელჩი სოციალურ ქსელში.
ბრინსკის ინფორმაციით, დელეგაციას დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკ ტერნერი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე შედიან ფრენჩ ჰილი, ჯეისონ ქროუ, აბიგაილ სპანბერგერი და ზაკ ნანი.
მანამდე, 6 თებერვალს, უკრაინის დედაქალაქ კიევში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ჩავიდა.