"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - დღეს აქცია ბერლინშიც გაიმართება

"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - დღეს აქცია ბერლინშიც გაიმართება

"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით აქცია დღეს ბერლინშიც გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"დღეს აქცია გვექნება ბერლინში. კანცელარიის წინ, იმავე ადგილას გაიმართება. სოლიდარობას გიცხადებთ და გვერდში გიდგავართ აქედანაც. თუ ხართ ბერლინში და ბრაზობთ საქართველოს ხელისუფლების რუსულ კურსზე და არ იცით, სად გამოხატოთ პროტესტი, გამოდით და შემოგვიერთდით გერმანიის დროით 18:30 საათზე.

P.S თუ ვერ ჩამოდიხართ ბერლინში, გამოდით თქვენს ქალაქში, იხმაურეთ, გამოხატეთ საკუთარი თავი. გადამწყვეტი ეტაპია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და დაე ყველამ ვიხმაუროთ!", - ნათქვამია განცხადებაში.

ამ წუთებში პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე რუსულ კანონს განხილავენ. პარალელულად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია აქცია მიმდინარეობს. დღეს დაგეგმილია კიდევ ერთი აქცია პარლამენტის წინ, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება.

***

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა.ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.