"კი ევროპას" - დღეს, 17:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დაანონსდა.
დღეს პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მოსმენა მიმდინარეობს.
გუშინ ღამით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბია - გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. პოლიციამ იძალადა მოქალაქეებზე. შსს-ს ცნობით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი.