კეტი პირი: ოცნების რიტორიკა არამხოლოდ კონსერვატიულია, ხშირად ანტიდემოკრატიულია

კეტი პირი: ოცნების რიტორიკა არამხოლოდ კონსერვატიულია, ხშირად ანტიდემოკრატიულია
კეტი პირი 08.05.23 21:57

ძალიან მწყდება გული და შეშფოთებული ვარ საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველო უნდა იყოს ისეთ ქვეყნებს შორის, რომლის მომავალიც ევროკავშირშია. ქართული ოცნების რიტორიკა არა მხოლოდ კონსერვატიულია, ძალიან ხშირად ანტიდემოკრატიულია. ეს არ არის ერთი ადამიანის განცხადება. ჩვენ პარტიის რამდენიმე წევრისგან ვიხილეთ მიუღებელი განცხადებები და არც ცდილობენ დამალონ, რომ ასეთ პოზიციებს იჭერენ. თქვენ შეიძლება იყოთ კონსერვატიული, ანტიდემოკრატიული პარტია, თუ ასეთი პარტიის არჩევა სურს საქართველოს მოსახლეობას, მათი საქმეა, მაგრამ პროგრესული სოციალურ-დემოკრატიულ პარტიებში თქვენი ადგილი არ არის.

განაცხადა ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა კეტი პირიმ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. კეტი პირის განცხადებით, პოლიტიკურ გაერთიანებაში PES-იდან ოცნების გარიცხვაზე ერთსულოვნებაა.