დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დეივიდ კემერონის განცხადებით, დროა, ჩიხზე საუბარი შეწყდეს, რადგან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკვე სტრატეგიულ მარცხს განიცდის.
"ლონდონმა ყველაფერი უნდა გააკეთოს სხვა ქვეყნების უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანებისთვის. დროა, ჩიხზე საუბარი შეწყდეს.
პუტინი უკვე უზარმაზარ სტრატეგიულ მარცხს განიცდის, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ გამოუვალ მდგომარეობაზე საუბარი, ან იმაზე, რომ დრო უკრაინის მხარეს არ არის", - ამბობს კემერონი.
მანამდე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაფსმა თქვა, რომ დასავლეთმა უკრაინაში რუსეთის დამარცხება უნდა უზრუნველყოს.