
ბზობის დღესასწაულზე, სუმში რუსული ძალების მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებულმა იერიშმა გადალახა ყოველი ზღვარი ადამიანურობისა და მორალის, - ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი X-ზე წერს.
"დღეს, ბზობის დღესასწაულზე, სუმში რუსული ძალების მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებულმა იერიშმა გადალახა ყოველი ზღვარი ადამიანურობისა და მორალის. ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა. როგორც ყოფილი სამხედრო ლიდერი, ძალიან კარგად ვხედავ, რა განსხვავებაა სამიზნის არჩევაში – და ეს იყო დანაშაულებრივი. სწორედ ამიტომ ცდილობს პრეზიდენტი ტრამპი მთელი ძალით ამ ომის დასრულებას", - წერს კელოგი.