კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი მზადაა

კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი მზადაა

მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი მზადაა, – ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„გასულ უქმეებზე სენატორ ლინდსი გრემს ვესაუბრე და მჯერა, სანქციები მზადაა. „რუსეთის წინააღმდეგ 2025 წლის სანქციების აქტი“ ჰქვია და მჯერა, ის უკვე მომზადდა. სანქციები საკმაოდ მძიმეა", – განაცხადა კიტ კელოგმა.

მისი თქმით, სანქციები, პირველ რიგში, რუსული ნავთობის ექსპორტს ეხება.