საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, აშშ-სგან ფარცხალაძისა და მოსამართლეების სანქცირებაზე მტკიცებულებები არ მიუღიათ.
"თქვენ კარგად იცით, რატომ არ გავრცელდა მასზე [ოთარ ფარცხალაძეზე] მტკიცებულებები სანდო არხებს მიღმა. თქვენი "სტრატეგიული პარტნიორები" ვაშინგტონში არ მოიწონებენ თქვენს მოსაზრებას, რომ ისინი ცრუობენ. მაგრამ იქნებ, არც გადარდებთ", - დაწერა მან.
You know damn well why the evidence against him hasn’t been shared outside secure channels. Your “strategic partners” in Washington won’t appreciate your suggestion that they’re lying. But maybe you don’t care. https://t.co/1NzczGC998