
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ელენე ხოშტარიას დაკავებას X-ზე ეხმაურება.
"სრულიად გულისამრევი და არაჰუმანური მოპყრობა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მოაზროვნე ქართველი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მიმართ. შეიძლება ფიქრობთ, რომ ყურადღება გადაგვაქვს, მაგრამ ჩვენ გხედავთ, "ქართული ოცნება". გაათავისუფლეთ იგი ახლავე, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგებს არ აგცდებათ", - წერს იან კელი.