
ამერიკის ინტერესებში არ შედის, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ადგილას არსებობდეს ქვეყანა, როგორიც საქართველოა და მან საკუთარი ინტერესები რუსეთის ან ჩინეთის ინტერესების შეუსაბამოს. ამიტომ გვჭირდება შესაბამისი მექანიზმები, რომელიც დაარწმუნებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუბუნდეს პროდასავლურ და დემოკრატიულ გზას. სწორად ამგვარი მექანიზმია MEGOBARI აქტიც, ეს წარმოადგენს არამხოლოდ სანქციას, არამედ ასევე ერთგვარ პირობას, რომ დაბრუნდეს სიღრმისეული თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში.
განაცხადა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ ფორმულას ეთერში.