კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, დავით ჭუმბურიძე ტოვებს. ჭუმბურიძე წერს, რომ ვერ დარჩება უნივერსიტეტში, რომელშიც "ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ავიწროებენ".
"მეც ვერ დავრჩები უნივერსიტეტში, რომელშიც ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ავიწროებენ. ასევე, ჩემთვის სრულიად მიუღებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პოზიცია სტუდენტურ პროტესტთან დაკავშირებით.
დიდი მადლობა ნინო ჟიჟილაშვილს საოცარი სტუდენტებისთვის და შესაძლებლობისთვის და ბოდიში, რომ ამ ფორმით გაგებინებ ამ ამბავს"- წერს ჭუმბურიძე.
დღეს უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა, სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ ის კავკასიის უნივერსიტეტიდან გაუშვეს.
მისი თქმით, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სუს-მა მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა, მიზეზად კი "ბიძინას გინება" დაუსახელა.
ამ განცხადების შემდეგ, CU-ს დატოვების შესახებ დატოვა უნივერსიტეტის კიდევ ერთმა ლექტორმა, ნიკო ნერგაძემ, ასევე, ნინიკო რობაქიძემ, ლევან ბერძენიშვილმა, სალომე უგულავამ და დავით ქაშიაშვილმა.
CU ერთ-ერთია იმ 38 უნივერსიტეტს შორის, რომელთა რექტორები ზოგიერთი ლექტორის მიერ პროტესტის ნიშნად ლექციების ჩატარებაზე უარის თქმას "მიუღებლად" მიიჩნევენ.