კაცი, რომელმაც გორში ძაღლი დაჭრა, დააკავეს.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ფორმულას ინფორმაციით, დაკავებული 65 წლის კაცია.
შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ რეხაში მოხდა. ცხოველს სანადირო თოფიდან ორი ტყვია ესროლეს.
დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.