გორის მუნიციპალიტეტში ძაღლი დაჭრეს

გორის მუნიციპალიტეტში ძაღლი დაჭრეს

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ რეხაში ძაღლი დაჭრეს. ცხოველს სანადირო თოფიდან ორი ტყვია ესროლეს

დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.