კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს შენობის ეზოში თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა

კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს შენობის ეზოში თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 44 წლის კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს შენობის ეზოში თვითდაზიანება მიიყენა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ. ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

44 წლის კაცმა, რომელიც დევნილი იყო და საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვდა, ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.