კაცი, რომელიც ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე დაჭრეს, გარდაიცვალა

კაცი, რომელიც ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე დაჭრეს, გარდაიცვალა

ახალგაზრდა კაცი, რომელიც დღეს ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე დაჭრეს კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ფორმულას ინგოროყვას სახელობის კლინიკაში უდასტურებენ.

25 წლის კაცი რამდენიმე საათის წინ დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხილით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.