ნეპალში, კატმანდუში თვითმფრინავი ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 18 ადამიანი და მხოლოდ პილოტი გადარჩა.
თვითმფრინავი ავიაკომპანია Saurya Airlines-ს ეკუთვნოდა და კატმანდუს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არის ეკიპაჟის 2 წევრი და 17 ტექნიკური სპეციალისტი. ისინი რეგულარულ ტექნიკურ შემოწმებაზე პოკჰარას ახალ აეროპორტში მიფრინავდნენ, რომელიც იანვარში გაიხსნა და თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების ანგარებით არის აღჭურვილი.
PHOTOS: Rescue operation underway after Saurya Airlines crashhttps://t.co/KLtK4uHhzj pic.twitter.com/e9XiwmEwGI
საჰაერო უსაფრთხოების კუთხით ცუდი მაჩვენებლის გამო ნეპალს ხშირად აკრიტიკებენ. 2000 წლის შემდეგ ავიაკატასტროფებში სულ მცირე 350 ადამიანი დაიღუპა.