ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გაფართოვდეს, რომ მივიღოთ უფრო მეტი ახალი წევრი, რადგან რუსეთი გვაჩვენებს, რომ აღარ არის ადგილი ნაცრისფერი ზონებისთვის. ასეთი ზონების რუსეთისთვის წარმოადგენს თავდასხმის ობიექტ ქვეყნებს, ამიტომ საჭიროა მოვახდინოთ რეაგირება მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით. წავწიოთ ისინი წინ და რა თქმა უნდა, ყველა პოტენციურმა წევრმა უნდა დაიცვას ყველა სტანდარტი და გაატაროს ყველა რეფორმა. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ ჩვენ უნდა შევუწყოთ ამას ხელი, როგორც ევროკავშირის საერთო ამოცანას.
განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრამდე ჟურნალისტებთან ინტერვიუში. შეხვედრაზე ბლოკის წევრი ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერმინისტრები უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და უსაფრთხოების გარემოზე იმსჯელებენ.