კანარის კუნძულებზე ჩამოდგა პატარა ნავი, რომელზეც 280 მიგრანტი იმყოფებოდა. სამშაბათს ნავმა კუნძულ ელ ჰიეროს მიათღწია, რომელიც აფრიკის დასავლეთ სანაპიროსგან 380 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
მაშველების განცხადებით, ნავის მგზავრები წარმოშობით აფრიკიდან არიან და ეს არის მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა, რომელიც ოდესმე ერთბაშად ჩასულა არქიპელაგზე.
კანარის კუნძულებზე გადასასვლელი გზა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი და საშიში მარშრუტია მიგრანტებისთვის, რომლებიც აფრიკიდან ევროპაში მოხვედრას ცდილობენ.
"არასდროს მინახავს ნავი ამდენი მგზავრით", - თქვა ჟურნალისტმა და მიგრაციის საკითხებში ყოფილმა მრჩეველმა ტქსემა სანტანამ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან საზღვრის კვეთის მცდელობისას 140 ადამიანი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ბოლო წლებში მარშრუტის გამოყენების სიხშირე გაიზარდა, რადგან გამკაცრდა კონტროლი, რათა აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროდან ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთა შეეჩერებინათ.
1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრამდე კანარის კუნძულებზე სულ 14 976 მიგრანტი ჩავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19,8%-ით მეტია.
სენეგალის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ სამი დღის განმავლობაში ოთხი ნავი დააკავეს, რომლებზეც 600-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.