კანადამ უკრაინას 1.5 მილიარდი აშშ დოლარი გადასცა

კანადამ უკრაინას 1.5 მილიარდი აშშ დოლარი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, ქვეყანამ კანადისგან 1.5 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება მიიღო. შესაბამისი განცხადება შმიჰალმა საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

შმიჰალი ამბობს, რომ აღნიშნული თანხა დაეხმარება უკრაინის ხელისუფლებას დეფიციტის შევსებაში, კერძოდ კი უკრაინელების სოციალურ დახმარებას მოხმარდება.

"კიდევ ერთი კარგი ამბავი დღეს. უკრაინამ მიიღო 2 მილიარდი კანადური დოლარი კანადისგან - ეს 1.5 მილიარდი ამერიკული დოლარის ეკვივალენტია. ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა, რომელიც დაეხმარება ჩვენს ხელისუფლებას დეფიციტის დაფინანსებაში, კერძოდ, სოციალურ პროგრამებში, რომლებიც უკრაინელებს ეხმარებიან.

ომის დაწყებიდან დღემდე კანადის გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ ჯამურად დაახლოებით 7 მილიარდი კანადური დოლარი შეადგინა. მადლობას ვუხდით კანადელ ხალხსა და ხელისუფლებას, რომლებიც რჩებიან ჩვენს საიმედო პარტნიორებად ამ რთულ ვითარებაში", - წერს უკრაინის პრემიერი.