კანადამ რამდენიმე რუსულ მედიაკომპანიასა და მომღერალ ჟასმინს სანქციები დაუწესა

კანადამ რამდენიმე რუსულ მედიაკომპანიასა და მომღერალ ჟასმინს სანქციები დაუწესა

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 რუსულ კომპანიას და 9 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა. კანადის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ისინი უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებაში მონაწილეობენ.

სანქცირებულთა შორის არის რამდენიმე რუსული მედიაკომპანია - იზვესტია, პარლამენტსკაია გაზეტა და REN-TV არხი, ასევე RT Russia Beyond მედიაპროექტი. ფიზიკური პირებს შორის კი არიან რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, მომღერალი ჟასმინი და ისტორიის ახალი სახელმძღვანელოს თანაავტორი ალექსანდრ ჩუბარიანი.

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2014 წლის შემდეგ სანქციების სიაში მოხვდა 2,7 ათასზე მეტი რუსი ფიზიკური და იურიდიული პირი, ასევე არიან მოქალაქეები და იურიდიული პირები ბელარუსიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ფედერაციას.