კანადა უკრაინას იარაღს უგზავნის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

კანადა უკრაინას იარაღს უგზავნის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

კანადა უკრაინას იარაღს უგზავნის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. ამის შესახებ კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

ტრუდოს თქმით, კანადა საკუთარი სამხედრო საწყობებიდან უკრაინას გაუგზავნის 21 ათას ავტომატსა და საბრძოლო იარაღს, ასევე, 38 ტყვიამფრქვევს და 2,4 მილიონ ტყვიას.

ტრუდოს ინფორმაციით, კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და სიაში შეიყვანა 14 პირი და 32 რუსული კომპანია.

"რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის შენარჩუნების მიზნით, ჩვენ ვაწესებთ სანქციებს კიდევ 14 რუსი ინდივიდუალური პირისა და 34 ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან. იმისთვის, რომ გავზარდოთ ზეწოლა პუტინის ხელშემწყობებზე ბელარუსში, დამატებით სანქციებს ვაწესებთ ცხრა ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან ბელარუსის ფინანსურ სექტორთა", - განაცხადა კანადის პრემიერმინისტრმა.

გასული წლის დასაწყისიდან კანადამ უკრაინას 9 მილიარდ კანადურ დოლარზე მეტი სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.