კანადა უკრაინას 800 საბრძოლო დრონს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დახმარების ახალი პაკეტი, რომლის ღირებულებაც თითქმის 100 მილიონი კანადური დოლარია, უკრაინას გაზაფხულზე მიეწოდება.
კანადის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. დრონების საშუალებით 3 კილოგრამი წონის სხვადასხვა ტვირთის, მათ შორის საბრძოლო მასალის გადატანაა შესაძლებელი.
"რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, 2 წლის გასვლის პარალელურად, კანადა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით, თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად", - განაცხადა კანადის თავდაცვის მინისტრმა.