მქონდა ნამდვილი ქართული ოცნება - ქვეყნისა ევროპაში, ქვეყნისა, რომელშიც დაისადგურებდა თავისუფლება, სიყვარული - ეს არის ჩემი ქართული ოცნება და თქვენი ქართული ოცნება და თქვენ გაიმარჯვებთ. ყველა მათგანისთვის, ვისაც სურს, რომ მოგპაროთ არჩევნები, ყველა მათგანისთვის, ვისაც სურს, რომ მოგპაროთ ხმები, ვისაც სურს მოგპაროთ თავისუფლება - ჩვენ გავუმეოროთ უკრაინელი ჯარისკაცის ცნობილი ფრაზა: "Русский военный корабль (რუსულო სამხედრო გემო) ..." ეს არის ჩვენი პასუხი პუტინს, ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს. ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო იქნება ევროპაში. ვერავინ ვერ გაბედავს, რომ მოგპაროთ ხმები, ვერავინ ვერ გაბედავს თქვენი თავისუფლების მიტაცებას - საქართველო იქნება თავისუფალი, საქართველო იქნება ევროპაში.
განაცხადა პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, მიხალ კამინსკიმ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. [სინქრონული თარგმანი]