კალიფორნიის გუბერნატორი: ტრამპის სასაზღვრო სამსახურის უფროსი დაპატიმრებით მემუქრება

კალიფორნიის გუბერნატორი: ტრამპის სასაზღვრო სამსახურის უფროსი დაპატიმრებით მემუქრება

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ტომ ჰოუმანის მიერ გაკეთებულ განცხადებას საჯაროდ უპასუხა. ჰოუმანმა, რომელიც პრეზიდენტის "საზღვრის პოლიტიკის მრჩევლად" არის დანიშნული, NBC News-თან საუბარში განაცხადა, რომ იმიგრაციის რეიდები გაგრძელდება მიუხედავად პროტესტისა და შესაძლო ხელშეშლის შემთხვევაში კანონი ყველას შეეხება — მათ შორის არჩეულ ოფიციალურ პირებსაც.

„ხაზის გადაკვეთა ნიშნავს დანაშაულს — უკანონო იმიგრანტის შეგნებული დაფარვა და სამართალდამცველებისთვის ხელის შეშლა ფედერალური კანონის დარღვევაა,“ — აღნიშნა ჰოუმანმა.

ნიუსომმა მას პასუხი სოციალურ ქსელ X-ზე მისცა: „ტრამპის საზღვრის მრჩეველი მემუქრება დაჭერით იმის გამო, რომ ხმამაღლა ვლაპარაკობ.მოდი და დამიჭირე, მაგარო ბიჭო. არ მადარდებს. ეს არ შემაჩერებს, დავიცვა კალიფორნია.“

შეგახსენებთ, ლოს ანჯელესში უკვე მესამე დღეა, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ქალაქში პროტესტი მას შემდეგ აგორდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია უსაბუთო მიგრანტების დაკავებებისა და საიმიგრაციო რეიდების შესახებ.