კალასი: თუ EU-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უნგრეთის ვეტოს ვერ დაძლევა, გვაქვს B და C გეგმები

კალასი: თუ EU-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უნგრეთის ვეტოს ვერ დაძლევა, გვაქვს B და C გეგმები

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ EU-ში იციან ხვდება, რა უნდა გაკეთდეს, თუ უკრაინის გაწევრიანებაზე უნგრეთის ვეტო ვერ დაიძლევა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ევროკავშირს აქვს "B და C გეგმები", თუმცა პრიორიტეტად გეგმა A რჩება, რაც ერთსულოვან მხარდაჭერას გულისხმობს.

კალასი დებს პირობას, რომ ევროკავშირი ვეტოს მოხსნის მიზნით უნგრეთთან დიალოგს გამართავს და დაამატა, რომ ამგვარმა ორმხრივმა საკითხებმა არ უნდა შეაფერხოს უკრაინის გაწევრიანება გაერთიანებაში.

იგი ამ დროისთვის არ აკონკრეტებს, რას მოიცავს "გეგმა B", თუმცა დასძინა, რომ ევროკავშირის გაფართოება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია და შესაბამისად, კომპრომისის ვერ მიღწევის შემთხვევაში, მისი თქმით, EU მზად იქნება მოქმედებისთვის.