კალანდარიშვილი: ცესკო არაა ის ორგანო, რომელმაც შეიძლება უბნების სიმრავლე, სიმცირე განიხილოს

კანონმდებლობიდან გამომდინარე, ცესკო არ წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელმაც შეიძლება უბნების სიმრავლე თუ სიმცირე განიხილოს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის სამართლებრივი საფუძველი საარჩევნო უბნების შექმნის გახლავთ შესაბამისი უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ჩემი 16-წლიანი ამ ინსტიტუციაში საქმიანობის პირობებში, მე არ მახსოვს, არც ერთი ისეთი შემთხვევა, როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შესაბამისი მომართვისა და საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, რამენაირად უარი ეთქვას საარჩევნო უბნების შექმნასთან მიმართებაში.

თქვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ფორმულასთან საუბრისას.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.