კალანდაძის ასახვევში ტრაქტორი დაგორდა და 3 მანქანას დაეჯახა, დაშავდა 2 ადამიანი

კალანდაძის ასახვევში ტრაქტორი დაგორდა და 3 მანქანას დაეჯახა, დაშავდა 2 ადამიანი

თბილისში, ბეჟან კალანდაძის ასახვევში ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა. ინფორმაცია Facebook-ზე გვერდმა ჩემი ქალაქი მკლავს გაავრცელა.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

შსს-ს თანახმად, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.