თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ფორმულას ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ჟურნალისტებთან საუბრისას კახა კალაძე ირწმუნებოდა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო გუშინდელ აქციაზე პოლიციის მხრიდან "არც ერთი რეზინის ტყვია არ ყოფილა გამოყენებული", რაზეც ფორმულას ჟურნალისტმა ჰკითხა: "არ გერიდებათ, ასე უტიფრად რომ იტყუებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და თქვენ?".
ამის პასუხად კალაძემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და "თავხედი ნაძირალა" უწოდა.
"ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში? უტიფარი მოიკითხეთ სახლში და ოჯახში, თავხედო ნაძირალა. ბატონო კახა კი არა, მოიკითხე მეთქი ოჯახში. უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს, სახლში რომ მიხვალ. შენ ხარ თავხედი, უზრდელი. შეირგე ახლა გემრიელად და წადი სახლში, თავხედო", - მიმართა კალაძემ ჟურნალისტს.
კალაძემ შეურაცხყოფის შემდეგ კომენტარის გაკეთება აღარ გააგრძელა, ადგილის დატოვების დროს, როდესაც მიკფორონთან ახლოს არ იყო, ფორმულას ჟურნალისტს "*ლექალა" უწოდა და ტერიტორია დატოვა.
სრული ვიდეო: