კალაძე: თუ ვინმეს ჰგონია, რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება

თუ ვინმეს ჰგონია, რომ, მე პირადად საკუთარ თავზე შემიძლია ვისაუბრო, ვინმე შემაშინებს რაღაც სანქციებით, ძალიან ცდება. 2011 წელს, როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იმით, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარება იყო ადამიანების თავისუფლების თვალსაზრისით, გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, თორემ მე რა მინდოდა პოლიტიკაში, ხომ? აბსოლუტურად, ყველანაირად შეძლებულად ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მაგრამ მივიღე ეს გადაწყვეტილება ჩემი ქვეყნის, სამშობლოს სიყვარულის, იმ ვითარების გამო, რა ხდებოდა ქვეყანაში, გადავდგი ეს ნაბიჯი და არ ვნანობ, მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დღესაც, მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს, ჩემს ხალხს.

განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.