კალაძე: თუ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდათ, შემოსვლის სრული უფლება ჰქონდათ

არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, ამ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი. შესაბამისად, თუ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ აღნიშნული კანონი დარღვეული, მათ სრული უფლება ჰქონდათ შემოსულიყვნენ საქართველოში.

განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში სერგეი ლავრობის ოჯახის წევრების შემოსვლის შესახებ.