თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში უხვი ნალექის გამო ზოგიერთ რაიონში პრობლემა შეიქმნა. მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემაა გლდანში. მისივე თქმით, მოგვიანებით დეტალურად ბრიფინგზე ისაუბრებს.
"ყველაზე დიდი პრობლემაა გლდანის რაიონში, ასევე, არის კონკრეტული ქუჩები, სადაც მოხდა ხეების დაზიანება, დაიტბორა კონკრეტული სივრცეები. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გამოსულია და შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს. [...] ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვერეს ხეობაში, ახალ გზაზე პრობლემები იყო, მოძრაობა შეიზღუდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი თხოვნაა, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას", - განაცხადა კალაძემ ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვის დროს.
თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩების ნაწილი დაიტბორა. მოქალაქეები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ვიდეოებს, სადაც ჩანს, რომ მანქანებსა და ფეხით მოსიარულეებს გადაადგილება უჭირთ.
ამასთან, როგორც სოციალურ ქსელის მომხმარებლები წერენ, წყალი ჩავიდა მეტროს ვაგონებშიც. მათივე ცნობით, ელიავასთან რამდენიმე ხეა მოგლეჯილი.
მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22