კალაძე: თბილისი როგორც პასუხისმგებლობა და შესაძლებლობების ქალაქი - ესაა ორი მთავარი პირობა

დღეს, როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ვფიქრობ, შემიძლია მოგცეთ ორი საერთო დაპირება ჩემს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით: თბილისი როგორც პასუხისმგებლობა და თბილისი როგორც შესაძლებლობების ქალაქი - ესაა ის ორი მთავარი პირობა, რომლის შესრულებასაც ვპირდები თბილისელებს.

თქვა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე.