ჩემთვის გაუგებარი იყო ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ კრიტიკა. ირაკლი ღარიბაშვილი ყველა საერთაშორისო პლატფორმას იყენებს იმისათვის, რომ გატარებული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და წარმოდგენილი იყოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი სათანადოდ. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს სიმართლის თქმა, შეიძლება ბევრს ეს არ სიამოვნებს და გულზე ხვდება, და ზოგადად მწარეა სიმართლე, თუმცა არ უნდა მოვერიდოთ არც ჩვენს პარტნიორებს არც ჩვენს მეგობრებს, პირიქით მათთან უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე. ჩვენ ეს თავის დროზე რომ დაგვეწყო და თავის დროზე რომ გვექნა, დარწმუნებული ვარ, დღეს აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში მოგვიწევდა ცხოვრება და შეიძლება ის უბედურებაც არ ყოფილიყო, რაც უკრაინაში ხდება.
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.