
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მაისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს. თბილისის მთავრობის სხდომაზე მან აღნიშნა, რომ პროექტი სავარაუდოდ, ზაფხულში დასრულდება.
"ჩვენ ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას, რომელიც თვითონ გზა ამორტიზებულია, მძიმე მდგომარეობაშია, ხშირია დაზიანებები, გზის ჩავარდნის შემთხვევები იმის გამო, რომ მიწის ქვეშ არსებული ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაშია და ხშირია დაზიანებები. სამუშაოების დაწყებას რაც შეეხება, ალბათ მაისის თვეში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა, რომ სრულიად დავამთავროთ."- თქვა კალაძემ.