კალაძე რიშსა და შაჰინზე: არანაირი მეგობრობა მათგან არ იკვეთება, ეს არის პირდაპირი მტრობა

კალაძე რიშსა და შაჰინზე: არანაირი მეგობრობა მათგან არ იკვეთება, ეს არის პირდაპირი მტრობა

"არანაირი მეგობრობა მათი მხრიდან არ იკვეთება, ეს არის პირდაპირი მტრობა", - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ აშშ-ის სენატის საგარეო ურთერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ შიშსა (რესპუბლიკელი, აიდაჰო) და კომიტეტის წამყვან დემოკრატზე, სენატორ ჯინ შაჰინზე საუბრისას გააკეთა.

კალაძის მტკიცებით, ეს ადამიანები "ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვიან".

"შაჰინიც, რიშიც - ესენი არიან ადამიანები, ვინც ბოლო წლების განმავლობაში გამოირჩევა ანტიქართული განცხადებებით. ეს ადამიანები პირდაპირ ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას. ეს ადამიანები პირდაპირ ცდილობენ, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება, რევოლუცია, დაამხონ საქართველოს ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოიყვანონ მათთვის სასურველი ძალები, ანუ, პირდაპირ ვიტყვი, აგენტურა, რადგან როცა დასჭირდებათ, აგენტურა და ქვეყანა გამოიყენონ მათი ინტერესების გასატარებლად. არანაირი მეგობრობა ამ ადამიანების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით არ იკვეთება. ეს არის პირდაპირ მტრობა, აღნიშნული დოკუმენტი გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით და მცდელობა აქვთ, საზოგადოებას, ქვეყნის გარეთ, დაანახონ აბსოლუტურად განსხვავებული საქართველო", - ამტკიცებს თბილისის მერი.