საერთოდ რა კავშირშია ფრენები რუსეთის დაახლოებასთან, ჩემთვის გაუგებარია. მაშინ, როდესაც ჩევულებრივად სახმელეთოდ შესაძლებელია მიმოსვლა, შესაძლებელი იყო ერევნის გავლით ჩამოსულიყვნენ მოქალაქეები როგორც საქართველოში, ასევე რუსეთის მოქალაქეები საქართველოში და რა პრობლემაა იმაში, თუ [რუსეთთან] პირდაპირი ფრენა იქნება შესაძლებელი? ან რა პრობლემაა იმაში, აბსოლუტურად ვერ ვხვდები, ეს რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს, რატომ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას. როდესაც ქვეყანა იქნება ევროკავშირის წევრი, ვიქნებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, რაც მნიშვნელოვანია და საჭირო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.