ყველა მოთხოვნა შესრულებულია და ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ამაში ოპოზიცია არ მონაწილეობს. ჩვენ ვიცით მათი დამოკიდებულება. ასევე გაჟღერდა ის კონკრეტული პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც დარბიან ბრიუსელში, კაბინეტებში, რომ ქვეყანამ აღნიშნული სტატუსი არ მიიღოს. ჩემთვის ეს სიახლე არ ყოფილა. იმიტომ, რომ იგივე დამოკიდებულება იყო ასოცირების ხელშეკრულების მოწერის წინ, ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების წინ და იგივე გრძელდება დღესაც. ასეთი ადამიანები და პოლიტიკური პარტიები ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას და ევროპულ მომავალს.
განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.