კალაძე: ოპოზიციას ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს რეკომენდაციების შესასრულებლად

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ 12-ვე რეკომენდაცია იყოს შესრულებული. ივნისის ბოლოს ეს პროცესი დასრულებული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ რეკომენდაციები ყოფილიყო შესრულებული. არათუ ნაბიჯის გადმოდგმა, პოზიტიური ნაბიჯის გადმოდგმა, ყველაფერს აკეთებენ ეს ადამიანები, რომ როგორმე ხელი შეუშალონ აღნიშნულ პროცესს და ვინმემ არ მინდა იფიქროს, რომ ეს ქართული ოცნების მიმართ ხელშეშლაა, პირიქით, ეს ამ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია. არის გადადგმული ნაბიჯები, რომ ხელი შეუშალონ ქვეყანას სტატუსის მიღებაში და არა მხოლოდ აქ, იქაც უცხოეთში დარბიან კაბინეტ-კაბინეტში.

განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.